Skip to main content

კონკურენცია


კონკურენცია



ამ ბლოგში ვისაუბრებ კონკურენციაზე და მის მნიშვნელობაზე.  ასევე შევეცდები გავცე პასუხები ისეთ შეკითხვებზე, როგორიცაა: 

  • 1.  რა   გავლენა  აქვს  კონკურენციას  ქვეყანაზე?  მოსახლეობაზე? 
  • 2.  რა  მნიშვნელობა  აქვს  მას  ეკონომიკაში? 
  • 3.  რა  მნიშვნელობა  აქვს  კონკურენციას  მოსწავლეებს  შორის  სკოლაში?

რა   გავლენა  აქვს  კონკურენციას  ქვეყანაზე?  მოსახლეობაზე?

კონკურენცია  -(ლათ: concurere) - ეს არის, კონკურენტუნარობა  ბაზარზე  გამყიდვლებს  შორის,  მეტი  მოგების  მისაღებად.  სამი  ელემენტი,  რომელიც  აუცილებელია  საბაზრო  ეკონომიკის  არსებობისთვის:  კონკურენცია,  არჩევანის  თვისუფლება  და  პირადი  საკუთრება.  კონკურენცია  გარდაუვალია,  რადგან  თითოეული  მწარმოებელი  ან  შუამავალი  ცდილობს  რაც  შეიძლება  მეტი  პროდუქტი  გაყიდოს  ბაზარზე,  რომ  მაქასიმალური  მოგება  მიიღოს.

    კონკურენციას  ქვეყანაზე  დიდი  გავლენა  აქვს.  თუ  ქვეყანაში  კონკურენცია  მაღალ  დონეზეა,  მაშინ  ის ქვეყანა  უფრო  განვითარებული  იქნება,  რადგან  ყველა  ფირმას,  კომპანიას  სურს  იყოს  უფრო  პოპულარული,  ისინი  ცდილობენ  ცდილობენ მომხმარებლებს შესთავაზონ უფრო  კარგი  სერვისი,  ვიდრე  მათ სხვა  კონკურენტებს აქვთ. ასეთი მიდგომით მათი  ხარისხი  უფრო  უმჯობესდა  და  ტექნოლოგიები კი ვითარდება.  ამის  გაკეთება  შეიძლება  სხვადასხვა  ხერხით,  ზოგი  მომსახურებაზე, პროდუქტზე ფასს  აკლებს,  ზოგი  ხარისხს  აუმჯობესებს.  საბოლოოდ  მათი  განვითარება  იწვევს  ქვეყნის  განვითარებას,  რადგან  ხარისხიან  პროდუქტს  ყიდულობს  ქვეყნის  მოსახლეობა.

მგალითად  დიდი  კონკურენციაა  საქართველოში  ბანკებს  შორის,  ისინი  ცდილობენ  გაუმჯობესონ  თავისი  ხარისხი  და  გახდნენ  უფრო  პოპულარული.

რა  მნიშვნელობა  აქვს  კონკურენციას ეკონომიკაში?   

     როგორც უკვე აღვნიშნე, თავისუფალი  კონკურენცია  განაპირობებს  საქონლისა  და  მომსახურების  ხარისხის  გაუმჯობესებას,  ფასების  რეგულირებას  (მათ  შორის,  შემცირებას),  ხელს  უწყობს  სიახლეების  დანერგვას,  პროდუქტიულობის  ამაღლებს  და  შესაბამისად,  საზოგადოების  ეკონომიკური  კეთილდღეობის  ზრდას.

ეს არის კონკურენცია

რა  მნიშვნელობა  აქვს  კონკურენციას  მოსწავლეებს  შორის  სკოლაში?

    კონკურენცია  სკოლაში  ასევე  ძალიან  მნიშვნელოვანია.  ვგულისხმობ ჯანსაღ კონკურენციას. როგორც  სახელმწიფოში,  ასევე  სკოლაში,  თუ  არ  იქნება  კონკურენცია,  მოსწავლეები  არ  შეეცდებიან  გაიუმჯობესონ  ცოდნა. მაგალითად, სკოლაში ტარდება კლასებს შორის შეჯობრი ვიქტორინები ან სპორტული შეჯიბრებები. შეჯიბრში მონაწილე თითოეულ  კლასში მოსწავლეები უფრო მჭიდროდ ურთიერთობენ, მათი მეგობრობა ძლიერდება, ისეთი მოსწავლეებიც იწყებენ მუშაობას, რომლებიც სხვა დროს არაფერს არ აკეთებდნენ. შესაძლებელია ამ დროს  თანაკლასელები ერთმანეთის  აქამდე  დამალული ნიჭიც  შეამჩნიონ. ასეთი სახის კონკურენცია  დადებითად მოქმედებს მოსწავლეთა შორის ურთიერთობაზეც და სწავლაზეც.  რა თქმა უნდა, ყველაფერს ამას უნდა ჰქონდეს სამართლიანი სახე.    

დასკვნა: 

თავისუფალ  კონკურენციას  აქვს  დიდი  მნიშვნელობა  და  როლი  სახელმწიფოს,  ეკონომიკის  და  სოციალური  განვითარებისთვის.  იგი კომპანიებს აძლევს  საშუალებას  გავიდმემ  საერთაშორისო  ბაზრებზე.


დანიელ ხუციშვილი

სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე

დავალება შესრულებულია საგნის სამოქალაქო განათლება ფარგლებში.




გამოყენებული წყაროები:

 

1.       https://erohovastitch.ru/ka/detskie-posobiya/konkurenciya-i-e-rol-v-ekonomike-vidy-konkurencii-referat-konkurenciya-e.html

 

2.    https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/Competition%20Policy%20in%20Georgia%20%28GEO%29.pdf




Comments

Popular posts from this blog

არასრულწლოვანთა დანაშაული - როდის ეშველება ამ პრობლემას?

ბოლო წლებში გახმაურებული კრიმინალური საქმეებიდან არასრულწლოვნები ხშირად ფიგურირებდნენ... საქართველოში ეს თემა დღემდე საკმაოდ აქტუალურია. ამ ბლოში ორი მიმართულებით ვისაუბრებ და შევეცდები გავცე პაუხსუხები კითხვებს: 1. რამ შეიძლება განაპირობოს არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენა?  2. როგორ შეიძლება არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია? ჩემი აზრით, დანაშაულის გამომწვევი ფაქტორები კომლექსურია. ის შედგება ფსიქოლოგიური და სოციალური გარემოებისაგან. ფსიქოლოგიურ ნაწილში მე ყურადღებას გავამახვილებდი ბავშვთა და მოზარდთა პრობლემებზე ოჯახში, სკოლაში და საზოგადოებაში... ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობს გარდატეხის ასაკი. რაც შეეხება სოციალურ გარემოს... სამწუხაროდ საქართველოში სოციალური ფონი ძალიან მძიმეა. ჩემ ირგვლივ, მარნეულში, უამრავი ბავშვი მუშაობს ბაზარში რომ ოჯახები არჩინონ. ეს მძიმე ფონი უბიძგებს მათ დანაშაულის ჩადენისკენ. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი, საქართველოს მსგავსად, ავსტრიაშიც 14 წლიდან იწყება. მანამდე არასრულწლოვნებს საერთოდ არ ეხება მართლმსაჯულების სისტემა. როცა ...

არასამთავრობო ორგანიზაციები - ქვემო ქართლიდან

                            არასამთავრობო ორგანიზაციები - ქვემო ქართლიდან არასამთავრო ორგანიზაციები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ქვეყნის განვითარებასა და დემოკრატიული პროცესების ჩამოყალიბებაში. ისინი საერთო არაკომერცული მიზნებისა და ინტერესების საფუძველზე იქმნებიან და შესაბამისად, ფინანსურ მოგებას არ ისახავენ მიზნად. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთისგან განსხვავდებიან საქმიანობის სფეროს მიხედვით მაგ: ადამიანის უფლებების დაცვა, ადვოკატირება, მოქალაქეების გააქტიურება, მათ   საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობა და ა.შ. საგან მოქალაქეობის ფარგლებში მე გავეცანი ქვემო ქართლში მოქმედ ორ არასამთავრობო ორგანიზაციას, ესენია: „ დემოსი “ და „ლორე“. დემოსი  ეს არის „ მომსახურეობის მიმწოდებელი“ და „მოდარაჯე“, „მოყურადე“ ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2004 წელს. მას არაერთი ადამიანისთვის აქვს დახმარების ხელი გაწვდილი. ორგანიზაცია განსაკუთრები...

ფანჯარა - მარნეულიდან

   აქტიური მოქალაქეები და  საინიციატივო  ჯგუფები  არიან ძალიან მნიშვნელოვანი რადგან, ისინი ხედავენ   პრობლემებს რომლებსაც ვერ ხედავს მთავრობა და ცდილობენ მოაგვარონ ისინი თავიანთი შესაძლებლობებით ან  სახელმწიფო      უწყებებთან თანამშრომლობით .  აქტიური მოქალაქეობა არ არის მარტივი, პირველ რიგში უნდა იყო : პასუხისმგებელი, პრაქტიკული და უნდა შეგეძლოს პრობლემების  აღმოჩენა  და მათი  მოგვარება . მე  ამ  დავალების   ფარგლებში გაგაცნობთ       საინიციატივო ჯგუფს ,,ფანჯარას ’’:      მათ აქვთ ონლაინ პლათფორმა, სადაც გარკვეულ ინფორმაციას აქვეყნებენ ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე. ამით ცდილობენ გარკვეული პრობლემები მოაგვარონ, აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებით .           ისინი არიან არასამთავრო ორგანიზაცია ,,საფარი’’. საფარი მუშაობს ქალთა უფლებებზე და ეხმარება ქალებს ძალადობის შემთხვევაში, პოლიციასა და სასამართლოსთ...