საქართველოში და ზოგადად ქვემო ქართლში აქტიური მოქალაქეებს ყველგან შეხვდებით. ისინი მუშაობენ აქტიურად, ქმნიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, ერთად წყვეტენ პრობლემებს და ეხმარებიან საზოგადოებას. მათი საქმიანობის ძირითადი სფეროებია:
·
სოციალური საკითხები;
·
საგანმანათლებლო პრობლემები;
·
კულტურული საკითხები;
·
ჯანდაცვა და მისი ხელმისაწვდომობა;
· ჩართულობის გაზრდა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა.
ბლოგში ორ არასამთავრობო ორგანიზაციას
გაგაცნობთ. მე მათ დავუკავშირდი ტელეფონით, დავუსვი კითხვები, რომ თქვენთვის მომეყოლა უფრო მატი მათი
საქმიანობის შესახებ.
ორგანიზაცია თანადგომა დაარსდა 1991 წელს რუსთავში. ორგანიზაციას ხელმძღვანელობს ამირან სულთანიშვილი, ორგანიზაცია „თანადგომა“ ეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც სოციალური დახმარება სჭირდება, ასევე აწვდის ჯანდაცვით სერვისებს. წლების განმავლობაში რამდენიმე გრანტი აქვთ მოგებული. ამირან სულთანიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ზოგადად სისტემა მათ ხელს უშლის საქმიანობაში. მან ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დაასახელა ბიოროკრატია.
არასამთავრობო ორგანიზაცია AGDA დაარსდა 2008 წელს. ორგანიზაციას ხელმძღვანელობს გიორგი გაიოზიშვილი. ორგანიზაცია ზრუნავს სოფლის
მეურნეობის განვითარებაზე ქვემო ქართლის რეგიონში. მათი ერთ-ერთი მიმართულებაა რძის
წარმოება - გადამუშავების ტექნიკების გაცნობა ფერმერებისთვის. ორგანიზაციაში სხვა ფერმერებიც არიან გაერთიანებულები.
მათ ფინანსურად ეხმარება სხვადასხვა არასამთავრობო
ორგანიზაცია და ფონდი. ორგანიზაცია შედგება
5 ადამიანისგან და აქედან ორი არის ეკონომისტი.
ისინი რაიმე პრობლემის გადასაწყვეტად იკრიბებიან და
ფიქრობენ თუ როგორ უნდა გადაწყვიტონ ეს პრობლემა.
ორგანიზაცია სოფლის მეურნეობის სფეროში ძალიან წარმატებულია.
რატომ ავირჩიე ეს ორგანიზაციები?
·
იმიტომ რომ ზრუნავენ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე;
·
მუშაობენ სხვა ფერმერებთან და ცდილობენ მათ განვითარებას;
·
წარმოადგენენ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს;
·
არიან ღია ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით.
ბლოგის ავტორი:
მარნეულის
N2 საჯარო სკოლის
VIII კლასის
მოსწავლე:
აქბარ
მახმუტ ოღლი
საგანი
- მოქალაქეობა
მასწავლებელი
- თემო სუყაშვილი
Comments
Post a Comment