Skip to main content

არასრულწლოვანთა დანაშაული - როდის ეშველება ამ პრობლემას?

ბოლო წლებში გახმაურებული კრიმინალური საქმეებიდან არასრულწლოვნები ხშირად ფიგურირებდნენ... საქართველოში ეს თემა დღემდე საკმაოდ აქტუალურია. ამ ბლოში ორი მიმართულებით ვისაუბრებ და შევეცდები გავცე პაუხსუხები კითხვებს:
1. რამ შეიძლება განაპირობოს არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენა? 
2. როგორ შეიძლება არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია?

ჩემი აზრით, დანაშაულის გამომწვევი ფაქტორები კომლექსურია. ის შედგება ფსიქოლოგიური და სოციალური გარემოებისაგან. ფსიქოლოგიურ ნაწილში მე ყურადღებას გავამახვილებდი ბავშვთა და მოზარდთა პრობლემებზე ოჯახში, სკოლაში და საზოგადოებაში... ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობს გარდატეხის ასაკი.

რაც შეეხება სოციალურ გარემოს... სამწუხაროდ საქართველოში სოციალური ფონი ძალიან მძიმეა. ჩემ ირგვლივ, მარნეულში, უამრავი ბავშვი მუშაობს ბაზარში რომ ოჯახები არჩინონ. ეს მძიმე ფონი უბიძგებს მათ დანაშაულის ჩადენისკენ.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი, საქართველოს მსგავსად, ავსტრიაშიც 14 წლიდან იწყება. მანამდე არასრულწლოვნებს საერთოდ არ ეხება მართლმსაჯულების სისტემა. როცა 14 წლამდე ასაკის ბავშვი კანონსაწინააღმდეგოდ იქცევა, სწორედ ბავშვთა კეთილდღეობის ცენტრები ერთვებიან საქმეში. მათი რიცხვი განსაკუთრებით ბევრია ვენაში, რადგან ასეთი ფაქტები იქ უფრო ხშირად ხდება.

საქართველოში ბაბშვთა კოდექსის ამოქმედების შემდეგ დაინერგა მედიატორის ინსტიტუტი, რაც ნასამართლეობას გამორიცხავს. სამწუხაროდ არასრულწლოვნებს ნასამართლეობა ხელს უშლის ახალი ცხოვრების დაწყებაში, საზოგადოებაში სრულყოფილ დაბრუნებაში.

არასრულწლწლოვნები ყველაზე ხშირად ქურდობენ. და ამავე დროს ხშირია ცივი  იარაღის გამოყენება.  მაგ. როგორიცაა ხორავას ქუჩის გარჩევა და ა.შ

 

რა გავაკეთოთ არასრულწლოვანთა დანაშაულების პრევენციისთვის?

კარგი იქნება თუ მუდმივად ჩატარდება ტრენინგები ცნობიერების ასამაღლებლად, სკოლებში. მე დავწრებივარ შეხვედრას, სადაც პროკურატორის მუშაკები საუბრობდნენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

თუ ბავშვი 14 წლამდეა მაშინ მათზე არ შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება. რამდენად ახერხებს სახელმწიფო პრევენციას? - ჩანს რომ ვერა, რადგან დღემდე ეს პრობლემა რჩება პრობლემად. 


რაც შეეხება ოჯახს - პირველ რიგში ბავშვები უნდა  იზრდებოდნენ  საკუთარი ოჯახის მაგალითზე, მშობლებმა ბავშვს ადრეული ასაკიდან უნდა ჩაუნერგოს პირველ რიგში საკუთარი თავის  პატივისცემა და   სხვისი სიცოცხლის, საკუთრების, ღირსების ფასი. შემდეგ კი სკოლამ უნდა განავითაროს ისინი, აუმაღლოს ცნობიერება და  სწორად დაანახოს ღირებულებები.

და ბოლოს ცოტა ვრცლად ვისაუბრებ სკოლაზე. ზოგადად სკოლის როლი უფრო გასაზრდელია. დღევანდელი ქართული სკოლა ძირითადად ორიენტირებულია სოცნის მიცემაზე. მე ვფიქრობ, რომ ცხოვრებისეული გამოცდილების გამდიდრებისთვის სკოლას განსაკუთრებული როლი უნდა ჰქონდეს. სკოლაში სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებით შევძლებთ შევამციროთ არასრულწლოვანთა დანაშაულების რიცხვს მომავალში.

 



ანასტასია სისვაძე

ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლის მე-7 „ა“ კლასის მოსწავლე.

ბლოგი მომზადებულია საგან მოქალაქეობის დავალების ფარგლებში.

მასწავლებელი - თემო სუყაშვილი

Comments

Popular posts from this blog

არასამთავრობო ორგანიზაციები - ქვემო ქართლიდან

                            არასამთავრობო ორგანიზაციები - ქვემო ქართლიდან არასამთავრო ორგანიზაციები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ქვეყნის განვითარებასა და დემოკრატიული პროცესების ჩამოყალიბებაში. ისინი საერთო არაკომერცული მიზნებისა და ინტერესების საფუძველზე იქმნებიან და შესაბამისად, ფინანსურ მოგებას არ ისახავენ მიზნად. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთისგან განსხვავდებიან საქმიანობის სფეროს მიხედვით მაგ: ადამიანის უფლებების დაცვა, ადვოკატირება, მოქალაქეების გააქტიურება, მათ   საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობა და ა.შ. საგან მოქალაქეობის ფარგლებში მე გავეცანი ქვემო ქართლში მოქმედ ორ არასამთავრობო ორგანიზაციას, ესენია: „ დემოსი “ და „ლორე“. დემოსი  ეს არის „ მომსახურეობის მიმწოდებელი“ და „მოდარაჯე“, „მოყურადე“ ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2004 წელს. მას არაერთი ადამიანისთვის აქვს დახმარების ხელი გაწვდილი. ორგანიზაცია განსაკუთრები...

ფანჯარა - მარნეულიდან

   აქტიური მოქალაქეები და  საინიციატივო  ჯგუფები  არიან ძალიან მნიშვნელოვანი რადგან, ისინი ხედავენ   პრობლემებს რომლებსაც ვერ ხედავს მთავრობა და ცდილობენ მოაგვარონ ისინი თავიანთი შესაძლებლობებით ან  სახელმწიფო      უწყებებთან თანამშრომლობით .  აქტიური მოქალაქეობა არ არის მარტივი, პირველ რიგში უნდა იყო : პასუხისმგებელი, პრაქტიკული და უნდა შეგეძლოს პრობლემების  აღმოჩენა  და მათი  მოგვარება . მე  ამ  დავალების   ფარგლებში გაგაცნობთ       საინიციატივო ჯგუფს ,,ფანჯარას ’’:      მათ აქვთ ონლაინ პლათფორმა, სადაც გარკვეულ ინფორმაციას აქვეყნებენ ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე. ამით ცდილობენ გარკვეული პრობლემები მოაგვარონ, აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებით .           ისინი არიან არასამთავრო ორგანიზაცია ,,საფარი’’. საფარი მუშაობს ქალთა უფლებებზე და ეხმარება ქალებს ძალადობის შემთხვევაში, პოლიციასა და სასამართლოსთ...