არასამთავრობო ორგანიზაციები - ქვემო ქართლიდან
არასამთავრო ორგანიზაციები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ
ქვეყნის განვითარებასა და დემოკრატიული პროცესების ჩამოყალიბებაში. ისინი საერთო არაკომერცული
მიზნებისა და ინტერესების საფუძველზე იქმნებიან და შესაბამისად, ფინანსურ მოგებას არ
ისახავენ მიზნად. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთისგან განსხვავდებიან საქმიანობის
სფეროს მიხედვით მაგ: ადამიანის უფლებების დაცვა, ადვოკატირება, მოქალაქეების გააქტიურება,
მათ საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის
ხელშეწყობა და ა.შ.
ლორე: ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს საზოგადოების
გაძლიერებას და გააქტიურებას, ასევე რამდენიმე წელია ქალთა უფლებების დაცვაზეც მუშაობს.
თავდაპირველად 2007 წელს იგი შეიქმნა ფერმერების გაძლიერების მიზნით. იმ პერიოდში ფერმერებს
დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდათ, რაც დღესდღეობით აქვთ. ახლა კი, ისინი ძირითადად ადამიანების
ჩართულობის გაზრდის მიმართულებით მუშაობენ. ამას აკეთებენ დონორების მოზიდვით და მათთან გაკეთებული პროექტების
გაზიარებით. მათი ორგანიზაციის წევრები ძირითადად
ადგილობრივი მცხოვრებლები, ფერმერები, ახალგაზრდები არიან. ჰყავთ დამფინანსებელი ორგანიზაციები:
„გაერო“, unicef, ავსტრიული საბჭო და ა.შ.
მე განსაკუთრებით მომეწონა ეს ორი ორგანიზაცია. ჩემი
აზრით, ხალხის გააქტიურება, ეკონომიკა, განათლება და უფლების დაცვა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ინტერესებიც ამ მხრივ ძალიან დიდია. საქართველოს
მოქალაქეებმა უფრო მეტი უნდა იმუშაონ თავიანთ მომავალზე, როგორც ეს ორი და კიდევ უამრავი
ორგანიზაცია ფიქრობს მუდმივ განვითარებაზე. ჩვენც ,როგორც ისინი, უნდა ვიფიქროთ ჩვენს
უფლებებზე, აქტივობებზე, ეკონომიკაზე, განათლებასა და კიდევ უამრავ სიახლეზე. ჩვენ
უნდა დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ამ ორგანიზაციებს...
თუ გაინტერესებთ ასეთი ოგანიზაციები შეგიძლიათ ამ ლინკით
გაეცნოთ ქვემო
ქართლი (csogeorgia.org) 😉
შენიშვნა:
პროექტის ფარგლებში მე დავუკავშირდი ორივე ორგანიზაციის
წარმომადგენელს ტელეფონის საშუალებით. ბლოგში წარმოდგენილი ინფორმაცია მოწოდებულია
„ლორესა“ და „დემოსის“ წარმომადგენლების მიერ.
მარნეულის N2 საჯარო სკოლის მე-8 ბ კლასის მოსწავლე:
ნაზ მამიშოვა
საგანი - მოქალაქეობა
მასწავლებელი - თემო სუყაშვილი
ყოჩაღ! ძალიან კარგი ბლოგია.
ReplyDelete