აქტიური მოქალაქეები და საინიციატივო ჯგუფები არიან ძალიან მნიშვნელოვანი რადგან, ისინი ხედავენ პრობლემებს რომლებსაც ვერ ხედავს მთავრობა და ცდილობენ მოაგვარონ ისინი თავიანთი შესაძლებლობებით ან სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით. აქტიური მოქალაქეობა არ არის მარტივი, პირველ რიგში უნდა იყო: პასუხისმგებელი, პრაქტიკული და უნდა შეგეძლოს პრობლემების აღმოჩენა და მათი მოგვარება.მე ამ დავალების ფარგლებში გაგაცნობთ საინიციატივო ჯგუფს ,,ფანჯარას’’:
მათ აქვთ ონლაინ პლათფორმა, სადაც გარკვეულ ინფორმაციას აქვეყნებენ ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე. ამით ცდილობენ გარკვეული პრობლემები მოაგვარონ, აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებით.
ისინი არიან არასამთავრო ორგანიზაცია ,,საფარი’’. საფარი მუშაობს ქალთა უფლებებზე და ეხმარება ქალებს ძალადობის შემთხვევაში, პოლიციასა და სასამართლოსთან ურთიერთობაში. ასევე ისინი თანამშრომლობენ ადგილობრივ არასამთავრო ორგანიზაციებთან, მედიებთან შსს.-თან და სხვა უწყებებთან. მათ გარშემო ხალხის უმეტესობა არის ახალგაზრდა, ახალგაზრდები კი გააქტიურებულები არიან და თავიანთი ხმის გაგებინება და თანამოაზრეების პოვნა უნდათ ამიტომაც ძირითადად დადებითი შეფასებები აქვთ.
ჩემი აზრით პრობლემები რომლების მოგვარებაზეც ისინი მუშაობენ არის ძალიან აუცილებელი, თანაც იგი უნდა იყოს და არის ხალხის ინტერესებისკენ მიმართული, რადგან ეს არ არის უბრალო პრობლემა. ხალხი თუ არ მიაქცევდა ყურადღებას ამ პრობლემაზე მაშინ ჩვენთვის ცხოვრება არ იქნებოდა სასიამოვნო.
ანუ როგოც ხედავთ მარტო ნდომა არაა, რაღაცეების გაკეთებაა საჭირო მე ძალიან გამიხარდა ასეთი ჯგუფის გაცნობა და მათთან ურთიერთობა, აქტიურო მოქალაქე უნდა იყოს ყველა, აქტიური მოქალაქე არ ეწოდება იმას ვინც მარტო თავის თავზე ფიქრობს, აქტიური მოქალაქეა ადამიანი, რომელიც ფიქრობს ჯერ სხვაზე და მერე თავის თავზე.
ნაზ მამიშოვა
ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე
Comments
Post a Comment