არასამთავრობო ორგანიზაციები - ქვემო ქართლიდან არასამთავრო ორგანიზაციები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ქვეყნის განვითარებასა და დემოკრატიული პროცესების ჩამოყალიბებაში. ისინი საერთო არაკომერცული მიზნებისა და ინტერესების საფუძველზე იქმნებიან და შესაბამისად, ფინანსურ მოგებას არ ისახავენ მიზნად. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთისგან განსხვავდებიან საქმიანობის სფეროს მიხედვით მაგ: ადამიანის უფლებების დაცვა, ადვოკატირება, მოქალაქეების გააქტიურება, მათ საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობა და ა.შ. საგან მოქალაქეობის ფარგლებში მე გავეცანი ქვემო ქართლში მოქმედ ორ არასამთავრობო ორგანიზაციას, ესენია: „ დემოსი “ და „ლორე“. დემოსი ეს არის „ მომსახურეობის მიმწოდებელი“ და „მოდარაჯე“, „მოყურადე“ ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2004 წელს. მას არაერთი ადამიანისთვის აქვს დახმარების ხელი გაწვდილი. ორგანიზაცია განსაკუთრები...